E. Tatishvili str. #19
info@driveclub.ge
+995 557 57 47 03
Menu
Close
30 სექტემბრიდან თეორიულ გამოცდას ემატება ახალი ბილეთები ( რაოდენობრივად 51 ) ეკო-მართვის შესახებ

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის51 ტესტი დაემატა.  ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. რაც შეეხება ახალ ტესტებს –  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა.