E. Tatishvili str. #19
info@driveclub.ge
+995 557 57 47 03
Menu
Close
მართვის მოწმობა 4 ან 8 დღეში!

მართვის მოწმობის ასაღებად- კარგი ავტოსკოლის პოვნა-მისწრებაა 👍😍 🚘ისწავლე და აიღე მართვის მოწმობა 4 ან 8 დღეში !  ➡️8დღიანი კურსი-39ლარად(ორი სწავლობს აქციით 25-25ლ) ➡️4დღიანი კურსი-49ლარად (ორი სწავლობს აქციით 35-35ლ) ➡️8დღიან კურსზე – 1 საათიანი ლექცია ! ➡️4დღიან კურსზე – მაქსიმუმ 2 საათიანი ! დარეგისტრირება ხდება წინასწარ ! საკმარისია მხოლოდ დარეკოთ ნომრებზე:  📲2 04 37 27 , 557 […]

30 სექტემბრიდან თეორიულ გამოცდას ემატება ახალი ბილეთები ( რაოდენობრივად 51 ) ეკო-მართვის შესახებ

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის51 ტესტი დაემატა.  ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. რაც შეეხება ახალ ტესტებს –  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა.

ქართული მართვის მოწმობა შეიძლება იტალიამ და ესპანეთმაც აღიაროს

ქართული მართვის მოწმობებისთვის საერთაშორისო ძალის მინიჭების საკითხზე, შსს ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სამ ქვეყანასთან აწარმოებს. ეს ქვეყნებია ესპანეთი, იტალია და უკრაინა. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქართული მართვის მოწმობის მქონე მძღოლებმა, 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც, შესაძლოა, კვლავ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლონ და მათ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწიოთ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. […]

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება

შსს სამინისტრო საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. ინიციატივა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, რომელიც წლის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, წლის ბოლოდან იგეგმება. “მძღოლების გამოცდა მოხდება რეალურ სივრცეში, მართვის […]

მართვის მოწმობის შეცვლის ვადა გახანგრძლივდა

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა კიდევ სამი თვის განმავლობაში, 1 აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ 1 იანვრიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება მიღებულია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა […]