E. Tatishvili str. #19
info@driveclub.ge
+995 557 57 47 03
Menu
Close

პრაქტიკული გამოცდის შესახებ


 

  “A” კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, “A1” კატეგორია – 17 წლიდან );
“B”   კატეგორია –   17 წლიდან;
“B1”   კატეგორია – 16 წლიდან;
“BE”  კატეგორია –  18 წლიდან;
“C”      კატეგორია – 21 წლიდან;
“C1”    კატეგორია – 18 წლიდან;
“CE”    კატეგორია – 21 წლიდან;
“C1E”  კატეგორია – 18 წლიდან;
“D”      კატეგორია – 24 წლიდან;
“D1”    კატეგორია – 21 წლიდან;
“DE”    კატეგორია – 24 წლიდან;
“D1E”  კატეგორია – 21 წლიდან;
“T”    კატეგორია – 17 წლიდან;
“S”    კატეგორია – 18 წლიდან;
“ტრ” კატეგორია – 21 წლიდან;
შენიშვნა: პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:
  • მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;
  • შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა;