ზღვრული ასაკი
“A” კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, “A1” კატეგორია – 17 წლიდან );
“B” კატეგორია – 17 წლიდან;
“B1” კატეგორია – 16 წლიდან;
“BE” კატეგორია – 18 წლიდან;
“C” კატეგორია – 21 წლიდან;
“C1” კატეგორია – 18 წლიდან;
“CE” კატეგორია – 21 წლიდან;
“C1E” კატეგორია – 18 წლიდან;
“D” კატეგორია – 24 წლიდან;
“D1” კატეგორია – 21 წლიდან;
“DE” კატეგორია – 24 წლიდან;
“D1E” კატეგორია – 21 წლიდან;
“T” კატეგორია – 17 წლიდან;
“S” კატეგორია – 18 წლიდან;
“ტრ” კატეგორია – 21 წლიდან;
შენიშვნა: პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:
- მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;
- შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა;